ფხენიანმა იაპონიის ზღვაში ახალი ბალისტიკური რაკეტის წარმატებულად გამოცდის შესახებ განაცხადა
ფხენიანმა იაპონიის ზღვაში ახალი ბალისტიკური რაკეტის წარმატებულად გამოცდის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
როგორც ფხენიანში აღნიშნავენ, პირველად მსგავსი ტიპის რაკეტა წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, რაკეტა ვონსანის პორტიდან, ვერტიკალური მიმართულებით გაუშვეს და მის გამოცდას მეზობელი ქვეყნებისთვის ნეგატიური შედეგები არ მოჰყოლია.
მანამდე ერთი დღით ადრე, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიერ რამდენიმე დაუდგენელი ჭურვის გაშვება დააფიქსირა. იაპონიის საზღვაო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონში ყველა გემები საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა აშშ-სთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გამოსცადა. ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის სამუშაო კონსულტაციები 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი.