Fitch-ი - საქართველოს ეროვნული ბანკი ერთგული რჩება საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაცხადებული პოლიტიკის, რაც ნოემბრის შესყიდვებმაც დაადასტურა
Fitch-ი - საქართველოს ეროვნული ბანკი ერთგული რჩება საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაცხადებული პოლიტიკის, რაც ნოემბრის შესყიდვებმაც დაადასტურა

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

Fitch-ის შეფასებით, სებ-ი ერთგული რჩება საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაცხადებული პოლიტიკის, რაც ნოემბრის შესყიდვებმაც დაადასტურა.

მიუხედავად რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებული რისკებისა, Fitch-ი პოზიტიურად აფასებს სებ-ის მიერ მიღებულ ზომებს აღნიშნული რისკების შერბილების მიმართულებით და აღნიშნავს, რომ ნოემბერში სებ-მა რეზერვების შევსების მიზნით 124.5 მილიონი დოლარი შეიძინა. ამასთან, საკრედიტო სააგენტო აღნიშნავს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება – კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდა – ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას.

როგორც Fitch-ის ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლებში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

„2024 წლის იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ, საშუალოდ, 1% შეადგინა, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, ადგილობრივი ფასების შესუსტებული ინფლაციის გამო“, – ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

Fitch-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე დაბალი შენარჩუნდება. სააგენტოს ვარაუდით, 2025 წელს ინფლაცია – 2.1%, ხოლო 2026 წელს 2.3% იქნება.