ფინეთში მასშტაბური გაფიცვაა
ფინეთში მასშტაბური გაფიცვაა

ფინეთში მასშტაბური გაფიცვაა, რომელიც თითქმის ყველა სფეროს ეხება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაფიცვა შეეხება საჰაერო მიმოსვლას, სასურსათო მაღაზიების, სასტუმროების და რესტორნების, ფოსტის, ბანკების და ტრანსპორტის მუშაობას. გაფიცვას უერთდებიან საბავშვო ბაღების მასწავლებლები. გაფიცვა ორდღიანია.

ხვალ თითქმის მთლიანად შეჩერდება საჰაერო მიმოსვლა. ჩვეულ რეჟიმში მხოლოდ სამხედრო აეროპორტები იმუშავებს.

პროფკავშირები მთავრობის შრომის კოდექსის რეფორმას აპროტესტებენ, რაც, მათ შორის, საპენსიო, დაზღვევის, სოციალური უზრუნველყოფის შემცირებას გულისხმობს.

მასშტაბური გაფიცვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიმდინარეობს, რომელიც 11 თებერვალს გაიმართება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის გაფიცვა გადაჭარბებული და არაგონივრულია.