ფინეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ფინეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ფინეთში ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის ახალი შტამი ორ ადამიანს დაუდასტურდა.

ფინეთმა ბრიტანეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის შეზღუდვები დეკემბრის დასაწყისში გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, კორონავირუსის იგივე სახეობა დღეს სამხრეთ კორეაშიც გამოვლინდა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს თქმით, ვირუსის ახალი შტამი სამ ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირებულები ბრიტანეთიდან სამხრეთ კორეაში 22 დეკემბერს დაბრუნდნენ.

ქვეყანა ბრიტანეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვას კიდევ ერთი კვირით, 7 იანვრამდე გაახანგრძლივებს.