ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის მომხრე მოძრაობის წევრი დაესხა თავს. როგორც ფინეთის საზოგდოებრივი მაუწყებელი იუწყება, ტიმო სოინის თავს დაესხნენ ვანტაას სასურსათო ბაზარში, სადაც პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ.
თავად მინისტრი აცხადებს, რომ მამაკაცი შეეცადა, მისთვის ხელი დაერტყა, თუმცა ის დაცვის წევრებმა შეაჩერეს. თავდამსხმელს ტანსაცმელზე იმ მოძრაობის სიმბოლიკა ეხატა, რომელიც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვს.