ფინეთის პრეზიდენტი - მქონდა ღია და პირდაპირი სატელეფონო საუბარი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმით
ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„მქონდა ღია და პირდაპირი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. განვუცხადე, რომ როგორც ნატო-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი უზრუნველყოფენ ერთმანეთის უსაფრთხოებას და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება. ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. ახლო დიალოგი გრძელდება“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფინელ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილა. საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების იგნორირება საფრთხეს უქმნის ნატო-ს მოკავშირეებს და შეუთავსებელია მეგობრობისა და კავშირისთვის.