ფინეთის პრეზიდენტი – მქონდა ღია და პირდაპირი სატელეფონო საუბარი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმით

18:40, 21.05.2022

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„მქონდა ღია და პირდაპირი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. განვუცხადე, რომ როგორც ნატო-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი უზრუნველყოფენ ერთმანეთის უსაფრთხოებას და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება. ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. ახლო დიალოგი გრძელდება“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფინელ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილა. საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების იგნორირება საფრთხეს უქმნის ნატო-ს მოკავშირეებს და შეუთავსებელია მეგობრობისა და კავშირისთვის.

მსგავსი