ფინეთს რუსეთის არ ეშინია, მაგრამ ფხიზლად ვართ, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა.
ნიინისტოს თქმით, რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომმა ევროპა გამოაფხიზლა, ხოლო ტრანსატლანტიკური კავშირები გააძლიერა.
„ჩემი პასუხია, რომ ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ ფხიზლად ვართ. ასე იყო ათწლეულების განმავლობაში“, – აღნიშნა ნიინისტომ.
მან განაცხადა, რომ ფინეთის უსაფრთხოების მოდელი, ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები, თვითდაჯერებულობა და ქვეყნის დაცვის სურვილი შექებას იმსახურებს.
„ფინეთის მოდელი მშვიდობის გარანტიაა. ევროპაში ნატო-ს ქვეყნები ასე რომ მოიქცეულიყვნენ, გაერთიანებული ძალები უზარმაზარი იქნებოდა. ასეთ ძლიერ მოთამაშეზე თავდასხმას ვერავინ შეძლებდა“, – აღნიშნა ნიინისტომ.
ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მოსახლეობას ვითარების დესტაბილიზაციისთვის იყენებს.