ფინეთის პრემიერი - რუსეთმა დაიწყო უკანონო აგრესია უკრაინის მიმართ, ვფიქრობ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და, ცხადია, მათ შეუძლიათ, ჩაატარონ ოპერაცია კურსკში
უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ჩაატაროს სამხედრო ოპერაცია კურსკის რეგიონში, – აღნიშნულის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ფინეთის მთავრობის მეთაურმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, კრისტენ მიხალთან ერთობლივი პრესკონფერენციისას გააკეთა.
„რუსეთმა დაიწყო უკანონო აგრესია უკრაინის მიმართ თითქმის სამი წლის წინ. ისინი ყოველდღე ესხმოდნენ თავს უკრაინელ ხალხს, ქალაქებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და, ცხადია, მათ შეუძლიათ, ჩაატარონ ოპერაცია კურსკში“, – აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.