ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, ანტი რინემ პრეზიდენტს მისი და მთავრობის გადადგომის თხოვნით მიმართა. პრეზიდენტმა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ანტი რინემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ცენტრისტულმა პარტიამ“, რომელიც კოალიციური მთავრობის წევრია, უნდობლობა გამოუცხადა.
რინეს მთავრობას ქვეყანაში მიმდინარე ფოსტის თანამშრომლების აქციების გამო აკრიტიკებდნენ. გასულ კვირას თანამდებობა დატოვა სახელმწიფო კომპანიების მართვის მინისტრმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რინეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი სანნა მარინი შეცვლის. მან უკვე განაცხადა, რომ მზად არის, პრემიერ-მინიტრის თანამდებობა დაიკავოს.