ფინეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა
ფინეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა. აღნიშნულის შესახებ სანა მარინიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა გადავხედოთ ისტორიას და დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა: უნდა იყოს უკრაინა უკვე ნატო-ს წევრი?! ჩვენ გვინდა ნატო-ში გაწევრიანება, რათა ფინეთში არასდროს იყოს ომი“, – განაცხადა მარინიმ.

მისივე თქმით, 2014 წელს, რუსეთი ყირიმს როდესაც დაესხა თავს, ევროპასა და მოკავშირეებს უფრო ძლიერად უნდა ემოქმედათ. ფინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლა ერთადერთი გზავნილი უნდა იყოს, რომ ევროპა უკრაინას დაეხმარება, ვიდრე ეს საჭირო იქნება, თუნდაც 15 წელი.

ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი, თურქეთისა და უნგრეთის გარდა, ალიანსის ყველა წევრმა დაამტკიცა.