ფინეთის პრემიერ-მინისტრი - რუსეთი აშკარად ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის
ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება. ამის შესახებ ორპომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთი აშკარად ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის და წარმოადგენს მუდმივ და მნიშვნელოვან სამხედრო საფრთხეს ევროპისთვის. Თუ ჩვენ, როგორც ერთიანი ევროპა, ვერ ვუპასუხებთ სათანადოდ ამ გამოწვევას, მომავალი წლები იქნება შიშით და თავდასხმის საფრთხით სავსე“, – განაცხადა ფინეთის პრემიერმა.
ორპო ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და კოორდინაციის მოწოდებით გამოვიდა.
„რუსეთი დაუმარცხებელი არ არის“, – აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.