ფინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას კვირებში მიიღებს და არა თვეებში
ფინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას კვირებში მიიღებს და არა თვეებში

ფინეთი ნატო-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას კვირებში მიიღებს და არა თვეებში, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა.

ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რამე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.

სანა მარინი სტოკჰოლმში იმყოფებოდა თავის შვედ კოლეგასთან, მაგდალენა ანდერსონთან შესახვედრად და ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხის განსახილველად.

„ვფიქრობ, ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება. ეს მოხდება კვირებში და არა თვეებში. ყველა საპარლამენტო ჯგუფს და ასევე პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში. ჩვენ გავაღრმავეთ პარტნიორობა ნატო-სთან ერთად მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია. განსხვავება პარტნიორობასა და წევრობას შორის ძალიან ნათელია და ასე დარჩება. არ არსებობს სხვა გზა, რომ გქონდეს უსაფრთხოების გარანტიები, გარდა ნატო-ს შეკავებისა და საერთო თავდაცვის პირობებში, რაც გარანტირებულია ნატო-ს მე-5 მუხლით. ეს არის დებატები, რომელიც უნდა გაიმართოს პარლამენტში. დასკვნა ახლა პარლამენტს გადაეცემა, რომელიც დამუშავებას სწორედ აღდგომის შესვენების შემდეგ დაიწყებს“, – თქვა სანა მარინმა.