ფინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთთან საზღვრის გახსნის შესაძლებლობა არ არსებობს
ფინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთთან საზღვრის გახსნის შესაძლებლობა არ არსებობს

ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო აცხადებს, რომ რუსეთთან საზღვრის გახსნის შესაძლებლობა ამჟამად არ არსებობს.

მისი თქმით, აღმოსავლეთ საზღვრის გახსნა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა რუსეთი მიგრანტების მიმართ ქმედებების ხასიათს შეცვლის.

პეტერი ორპო კმაყოფილია ე.წ. „გაძევების“ კანონით, რომელიც გარკვეულ პირობებში თავშესაფრის მოთხოვნის მიღებას ზღუდავს.

„უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს თანამშრომლობის ძველ მოდელს, როდესაც ორივე ქვეყანა გამშვებ პუნქტებში მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევდა საზღვრის გადაკვეთის უფლებას, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტები გააჩნდათ“, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საზღვრის ნაწილობრივ გახსნა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ე.წ. „გაძევების“ კანონს მიიღებენ.

ფინეთის მთავრობამ ჰიბრიდულ მიგრაციულ კრიზისთან საბრძოლველად აპრილში რუსეთთან საზღვარი განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტა.