ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილ წინადადებას მხარი დაუჭირა
ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილ წინადადებას მხარი დაუჭირა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას 184-მა დეპუტატმა 7-ის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის მაისში, შვედეთთან ერთად გააკეთა.
შვედეთის წევრობას ამ დრომდე ბლოკავს თურქეთი, რომელმაც მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხზე 9 მარტს უნდა განაახლოს. ნატო-ს წევრები იმედოვნებენ, რომ ნატო-ს სამიტისთვის ფინეთიც და შვედეთიც ალიანსის წევრები გახდებიან.