ფინეთის მთავრობა გამოდის ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა აეკრძალოთ
ფინეთის მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა აეკრძალოთ.
თავდაცვის მინისტრი ენტი ჰაკანენი თვლის, რომ ამ ნაბიჯით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება დაცული.
„რეგულაციები მიზნად ისახავს ფინეთის წინააღმდეგ შესაძლო მტრული გავლენის თავიდან აცილებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ფინეთსა და მეზობელ რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიძაბა, რის შემდეგაც ფინეთი ნატო-ს სამხედრო ალიანსს შეუერთდა.
ამასთან, ინიციატივის მიხედვით, აკრძალვა არ შეეხებათ პირებს, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და იმ რუსებს, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებელი აქვთ ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ფინეთის მთავრობა უკვე ახორციელებს მონიტორინგს 3 500 ერთეულამდე უძრავ ქონებაზე, რომლებიც დაკავშირებულია რუს მფლობელებთან.