ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნის გამო, ფინეთის მთავრობა გადადგა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის, ჯუჰა სიფილას გადადგომა დაადასტურა და ხელისუფლებას მუშაობის გაგრძელება ახალი მთავრობის ფორმირებამდე დაავალა.
ფინეთის მთავრობის ჩამოშლა და პოლიტიკური გაურკვევლობა, საპარლამენტო არცევნებამდე ერთი თვით ადრე მოხდა.
„როიტერი“ წერს, რომ სახელმწიფო ფინანსების ბალანსირებისთვის, სამი პარტიის კოალიციისგან მართული მთავრობის გეგმისთვის ცვლილებები იყო გადამწყვეტი. ფინეთში ფინანსური შეზღუდვები ქვეყნის მოსახლეობისთვის დაწესებულ ჯანდაცვის ხარჯებთან წინააღმდეგობაში მოვიდა.
აღნიშნული ხარჯების შემცირება ფინეთში მთავარი პოლიტიკური დაბრკოლებაა, რომელიც ისტორიულად უზრუნველყოფდა საყოველთაო და ძვირადღირებულ ჯანდაცვის სისტემას.
ბოლო 12 წლის განმავლობაში რეფორმის განხორციელებას რამდენიმე მთავრობა ცდილობდა. ფინეთში საპარლამენტო არჩევნები 14 აპრილს არის დაგეგმილი.