ფინეთი რუსეთთან, ერთის გარდა, ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს
ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პიტერ ორლოს განცხადებით, ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო პუნქტის გარდა, ყველა დაიხურება.
„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი სასაზღვრო პუნქტების დაკეტვის შესახებ. მხოლოდ რაია-იოზეპის საგუშაგო იფუნქციონირებს“, – აღნიშნა ორპომ.
სასაზღვრო გამშვები პუნქტები ხვალ, საღამოდან 23 დეკემბერამდე იქნება დახურული. ჰელსინკის მონაცემებით, აგვისტოს დასაწყისიდან ფინეთში რუსეთის საზღვრის გავლით 700-მდე თავშესაფრის მაძიებელი, ძირითადად აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, შევიდა. ევროპელი ლიდერების განცხადებებით, რუსეთი გამიზნულად ცდილობს მიგრაციული კრიზისის შექმნას, მოსკოვში კი ამ ბრალდებებს უარყოფენ.