ფინეთი აფრიკული ჭირის გამავრცელებელი ღორებისგან დასაცავად რუსეთთან საზღვარზე ღობის აღმართვას გეგმავს
ფინეთი რუსეთთან საზღვარზე ღობის აღმართვას გეგმავს. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის Yle-ს ინფორმაციით, ამ ხერხით ფინეთის ხელისუფლება ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებას ებრძვის.
საშიში ვირუსი რუსეთში, ფინეთის საზღვრიდან 200 კილომეტრში დაფიქსირდა.
ფინეთი აფრიკული ჭირის გამავრცელებელი ღორებისგან დასაცავად, აღმოსავლეთ საზღვარზე ლითონის ღობის აღმართვას გეგმავს.
„ღორის აფრიკული ჭირი საშიში დაავადება, რადგან ვირუსი ძალიან მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ“, – განაცხადა ფინეთის სოფლისა და ტყის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველმა, კატრი ლევონენმა.