ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 91 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.260 პროცენტით, მაქსიმალური 7.310 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.290 პროცენტით განისაზღვრა.