სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 7 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.590 პროცენტით, მაქსიმალური 10.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  10.645 პროცენტით განისაზღვრა.