ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ერთ – ერთი ინდივიდუალური მეწარმე, სხვადასხვა მარცვლეული კულტურის შერევით, აწარმოებდა ვითომდა ნატურალურ ყავას, რომლის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ სავაჭრო ობიექტებში ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.