ფინანსთა სამინისტრო - სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა სტაბილური პერსპექტივით
ფინანსთა სამინისტრო - სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა სტაბილური პერსპექტივით

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა სტაბილური პერსპექტივით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეიტინგზე დადებითად აისახა ეკონომიკურ ზრდასა და ფისკალურ კონსოლიდაციაში აქამდე მიღწეული პროგრესი.

„სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება. 2024 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის პარამეტრები მაღალი ხარისხის ფისკალურ დისციპლინაზე მეტყველებს.

სააგენტოს შეფასებით, მთავრობის ვალის დაბალი დონე რეიტინგის ძლიერი მხარეა.

ფისკალური პარამეტრების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას სააგენტო რეიტინგის გაუმჯობესების ტრიგერად განიხილავს; სააგენტო წელს ეკონომიკურ ზრდას ხუთპროცენტიან დონეზე პროგნოზირებს. ამავე ნიშნულზეა მოსალოდნელი საშუალოვადიანი პერიოდის ზრდა; ტრადიციულად, რეიტინგის ძლიერი მხარეა მმართველობის ხარისხი, გამჭვირვალობა და ბიზნესის კეთების სიმარტივე; სააგენტო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და ელის, რომ ეს დამატებით წაახალისებს რეფორმებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.