ფინანსთა სამინისტრო - ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი 100 პროცენტით შესრულდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი 100 პროცენტით შესრულებულია.
„100 პროცენტით არის შესრულებული ასევე საგადასახადო შემოსავლების გეგმა – როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ხარჯები დეკემბრის ბოლო დღეებში გააქტიურდა. 24-28 დეკემბრის პერიოდში ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 119 მილიონი ლარი დაიხარჯა.