ფინანსთა სამინისტრო – ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი 100 პროცენტით შესრულდა

14:43, 31.12.2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი 100 პროცენტით შესრულებულია.

„100 პროცენტით არის შესრულებული ასევე საგადასახადო შემოსავლების გეგმა – როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ხარჯები დეკემბრის ბოლო დღეებში გააქტიურდა. 24-28 დეკემბრის პერიოდში ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 119 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი