რეალურ ამბებზე დაფუძნებულ ფილმის „უარყოფითი რიცხვები“ პირველი პოსტერი გამოქვეყნდა.
ახალი ქართული ფილმი ეკრანებზე 2019 წლის შემოდგომაზე გამოვა. „უარყოფითი რიცხვები“ პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია და ქართულ-ფრანგულ-იტალიური თანაწარმოებაა. ფილმში მოთხრობილი ისტორია ნამდვილი ამბებით არის ინსპირირებული.
მორაგბეები ნონო ანდღულაძე და ლექსო გუგავა არასრულწლოვანთა კოლონიაში მსჯავრდებულებს რაგბს ასწავლიდნენ და მათი ციხეში მოხვედრის ისტორიებს ისმენდნენ.
ციხეში მოხვედრილი არასრულწლოვანი ბიჭების ცხოვრება ჩაკეტილ, სტრუქტურირებულ სისტემაში, ნამდვილ ამბავზეა გადაღებული – რაგბის გაკვეთილები ავჭალის მაშინდელ მეათე არასრულწლოვანთა კოლონიაში წლების წინ გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და რაგბის კავშირის ინიციატივით დაიწყო.
ფილმი პროექტ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა. მაყურებელი ახალ კინონამუშევარს 2019 წლის ბოლომდე ნახავს.