ფილიპინებზე ძლიერი, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამერიკის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ მინდანაოზე, 28 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება არ არსებობს.