ფილიპინებზე 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

12:43, 15.12.2019

ფილიპინებზე ძლიერი, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამერიკის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ მინდანაოზე, 28 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება არ არსებობს.

მსგავსი