ფილიპინებში ტაიფუნს სულ მცირე 208 ადამიანი ემსხვერპლა
ფილიპინებში ტაიფუნს სულ მცირე 208 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში ტაიფუნ „რაის“ სულ მცირე 208 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 195 კილომეტრს აღწევს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სტიქიის გამო, 300 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, ტაიფუნის შედეგად სულ მცირე 239 ადამიანი დაშავდა, 52 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

ზარალის მასშტაბის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან რამდენიმე რაიონთან კომუნიკაცია შეწყდა.

ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მეწყრული ზონების გააქტიურებამ და წყალდიდობამ შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი გაზარდოს. წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, ბევრ რაიონში სასმელი წყლის ნაკლებობაა და ელექტროენერგიის ხაზები დაზიანებულია.