ფილიპინებში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მამაკაცმა 30 ადამიანი მძევლად აიყვანა
ფილიპინების დედაქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მამაკაცმა 30 ადამიანი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც „მანილა თაიმსი“ წერს, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიჭრა. ადგილზე მუშაობს სპეცრაზმი.
თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრის დაცვის ყოფილი თანამშრომელია. ის პისტოლეტით არის შეიარაღებული, აქვს ყუმბარაც. როგორც „ფილიპინ დეილი“ წერს, აღნიშნული მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან.
მანილას მერის განცხადებით, ბოროტმოქმედი შეეცადა, ყოფილი თანამშრომლები მის მხარეზე გადაებირებინა, თუმცა უარი მიიღო.
რა მოთხოვნები აქვს ბოროტმოქმედს, ჯერ უცნობია. მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.