ფილიპინების ქალაქ მარავიში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 42 პირი
ფილიპინების ქალაქ მარავიში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 42 პირი. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს შურისძიების მიზნით მოწყობილ ტერორისტულ აქტად განიხილავს და სავარაუდო თავდამსხმელად „დაულა ისლამია-მაუთის“ დაჯგუფებას მოიაზრებს.
აღნიშნულ დაჯგუფებასა და პოლიციას შორის ორი დღით ადრე მეზობლად მდებარე დასახლებაში შეტაკება მოხდა, რა დროსაც დაჯგუფების 11 მებრძოლი დაიღუპა.
მომხდარი დაგმო ქვეყნის პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა.