ფილიპ რიკერი - რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც საქართველოს ხელს შეუწყობს, გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის
რეფორმების გაგრძელება და მუშაობა, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა განაცხადა.
მისივე თქმით, აფასებენ საქართველოს სურვილს, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობები გაააქტიუროს.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, რომ გაააქტიუროს ურთიერთობები ამ მიმართულებით. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება, მათ შორის კიდევ ერთხელ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა.
მოგეხსენებათ, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი არის პრეროგატივა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემი მხრივ აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება, და ეს პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი, პოლიტიკური თუ რაიმე სხვა გარე ჩარევებისაგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება და მუშაობა, კანონის უზენაესობის განმტკიცება ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.