ფილიპ მიშელ კლესბორი - საქართველო არის ევროპის გული, რომელსაც სურს, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა და ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად
მიუხედავად იმისა, რომ ნატო-უკრაინის კომიტეტის წევრი ვარ, ჩემთვის საქართველო არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ეს არის ევროპის გული, ქვეყანა, რომელსაც სურს, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა და ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამაბლეის 65-ე პლენარული სესიის ფარგლებში საფრანგეთის დელეგაციის წევრმა, ფილიპ მიშელ კლესბორმა განაცხადა.
„ჩემთვის ევროპის საზღვარი არის საქართველო, საქართველოს სამეზობლო და უკრაინა, ამიტომ ჩემს კომიტეტში ვეცდები ავუხსნა კოლეგებს, რა პრობლემებია უსაფრთხოების კუთხით თქვენს რეგიონში, ოსეთსა და აფხაზეთში, აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგალითად, დონბასში და რატომ არის აუცილებელი, თქვენს გვერდით ყოფნა. ეს არის ევროპის უსაფრთხოების საკითხი, რადგან პრობლემები მთელს მსოფლიოში, რასაც ფრანგები ვეძახით – კერძო სამხედრო სისტემები ფიგურირებს ოსეთში, დონბასში, სირიაში, სუდანში, ლიბიაში, სამხრეთ აფრიკაში, მალიში, ყველგან ერთი და იგივე მოთამაშეა, ორგანიზაცია, რომელთანაც თანამშრომლობს რუსეთი და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას,“ – განაცხადა ფილიპ მიშელ კლესბორმა.
ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია გაიხსნა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორგანიზაციის სამომავლო ნაბიჯებზე.