ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მაია ბარათაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მაია ბარათაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
ჯაზის შემსრულებელმა, რომელსაც 30-წლიანი სასცენო კარიერა აქვს, ვარსკვლავის გახსნამდე საიუბილეო სოლო კონცერტი გამართა სახელწოდებით – „restart“.
კონცერტი თბილისის „ბიგ ბენდმა“ გახსნა. საკონცერტო პროგრამა მოიცავდა, როგორც ჯაზსა და ბლუზს, ასევე ეთნო მუსიკასა და ფოლკლორს.
მაია ბარათაშვილმა ჯაზის შესრულება 1996 წლიდან დაიწყო. ის მსოფლიოს მასშტაბით არაერთი საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გამარჯვებულია.
ამასთან, მაია ბარათაშვილი დღეს იუბილარია. მას 50 წელი შეუსრულდა.