ფილარმონიასთან აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი ხელწერილით გაათავისუფლეს
თბილისში, ფილარმონიასთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სამართალდამცველებმა ფილარმონიასთან აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, ხოლო შვიდი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას, ხოლო 173-ე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.