ფილარმონიასთან აქციაზე ოთხი პირი დააკავეს, შვიდი გამოკითხვაზე იმყოფება
ფილარმონიასთან აქციაზე ოთხი პირი დააკავეს, შვიდი გამოკითხვაზე იმყოფება

თბილისში, ფილარმონიასთან აქციის მონაწილე 7 პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი და ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი, – აცხადებენ შსს-ში.

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას, ხოლო 173-ე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

ფილარმონიის წინ „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.