ფილადელფიის პროკურორი - გვაქვს ხელბორკილები და საკნები, თუ აპირებთ არჩევნების იძულებად გადაქცევას, ამომრჩევლების დაშინებას, გაბედეთ და ნახავთ, ამას რაც მოჰყვება
ფილადელფიის ოლქის პროკურორმა, ლარი კრასნერმა იმ პირებს მიმართა, რომლებიც ამომრჩეველზე ზეწოლას ან დაშინებას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
კრასნერის თქმით, ნებისმიერი, ვინც ფიქრობს ხალხის შეურაცხყოფასა და დაცინვას, შესაბამის პასუხს მიიღებს.
„ჩვენ გვაქვს ხელბორკილები, გვაქვს საკნები, გვყავს ფილადელფიის ნაფიცი მსაჯულები და გვაქვს შტატის ციხეები. ასე რომ, თუ აპირებთ არჩევნების იძულებად გადაქცევას, თუ აპირებთ ხალხის, ამომრჩევლების დაშინებას, თუ აპირებთ ხმების გაბათილებას, თუ აპირებთ რაიმე მსგავსი სისულელის ჩადენას, ჩვენ არ ვთამაშობთ. გაბედეთ და ნახავთ, რაც მოჰყვება“, – აღნიშნა კრასნერმა.