28-30 ნოემბრის ჩათვლით თურქეთში Bosphorus Istanbul Cup – 2019 თასზე ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობდა ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე.
სენიორების კატეგორიაში, ქალთა სეგმენტში, სულ მონაწილეობდა 12 ქვეყნის 19 მოციგურავე. მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე სატურნირო ცხრილში ლიდერობდა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 156,91 ქულით მეორე ადგილისა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, – იტყობინება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.