საქართველომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უმედლოდ დაასრულა
საქართველომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უმედლოდ დაასრულა

სარაევოში და აღმოსავლეთ სარაევოში ევროპის ზამთრის მე-14 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა.

ოლიმპიურ ფესტივალში ევროპის 46 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის 911 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველო აქ ხუთი წარმომადგენელმა: -სამთო მოთხილამურეებმა – ნოდარ კოზანაშვილმა, გიორგი აბრამაშვილმა, სანდრო ჟორჟოლიანმა, ნინო კურტანიძემ და მაგატა ჯაფარიძემ, ასევე ფიგურულად მოციგურავე ალინა ურუშაძემ წარადგინა.

საქართველოს გუნდი ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უმედლოდ დარჩა. მედლების ჩათვლაში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი ნორვეგიამ დაიკავა. მეორეზე შვეიცარია (5-5-2), ხოლო მესამეზე -საფრანგეთი (4-3-4) გავიდა.

მომდევნო ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2021 წელს ფინეთის ქალაქ ვუოკატში გაიმართება. 2019 წლის 21-27 ივლისს ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაქო უმასპინძლებს.