ფიგურული ციგურაობა | მეტელკინამ და პარკმანმა საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანეს [ვიდეო] #1TVSPORT

15-17 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურობაში – 2nd Budapest Trophy 2021.

მასში მონაწილეობდნენ ქართველი მოციგურავეები – ალინა ურუშაძე (ერთეული ქალები) და ანასტასია მეტელკინა-დანიილ პარკმანის სპორტული წყვილი. ამ წყვილისთვის ბუდაპეშტის ტურნირი ამ სეზონზე პირველი სტარტი იყო, ხოლო საქართველოს სახელით ერთობლივად მეორედ გამოვიდნენ (2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ).

ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი სერიოზულად მოემზადნენ სეზონის სტარტისთვის და ორი პროგრამის ჯამში 188,03 ქულით მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლები დამსახურებულად მოიპოვეს.

დამაჯერებლად იასპარეზა ალინა ურუშაძემ, რომელმაც 14 ქვეყნის 20 მოციგურავე ქალს შორის 179,14 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა და პოზიციები მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ რუს სპორტსმენებსა და აზერბაიჯანელ მოციგურავეს დაუთმო.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია