ფიგურული ციგურაობა | რევიასა და კაზაკოვას ოქრო იტალიიდან #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | რევიასა და კაზაკოვას ოქრო იტალიიდან #1TVSPORT

16-17 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მენტანაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. სპორტულ ცეკვებში მონაწილეობდა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას წყვილი. ქართველი სპორტსმენებისათვის ამ სეზონზე ეს მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო ობერსდორფის შემდეგ.

იტალიაში ქართული წყვილი კიდევ ერთხელ წარდგა მაყურებლებისა და სპეციალისტების წინაშე თავიანთი ახალი ოლიმპიური პროგრამით.

Mezzaluna Cup-ზე 7 სხვადასხვა ქვეყნის მოციგურავეებს შორის ქართველმა სპორტსმენებმა 186.78 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია