ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გრძელდება
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გრძელდება

სარაევოში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც სპორტის რვა სახეობაში 46 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველო ექვსი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენმა სამთო-მოთხილამურეებმა სლალომში იასპარეზეს. გოგონებმა ტრასის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლეს. ვაჟებში კი სამი ქართველი სპორტსმენიდან ფინიშამდე მისვლა მხოლოდ ნოდარ კოზანაშვილმა შეძლო. ის 105 მონაწილეს შორის 48-ე ადგილზე გავიდა.

ფიგურულმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა. ხუთშაბათს მოციგურავეთა შეჯიბრი თავისუფალი პროგრამით გაგრძელდება.

დღესვე გიგანტურ სლალომში ჩვენი სამთო-მოთხილამურე ვაჟები იასპარეზებენ.