ალინა ურუშაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელია #1TVSPORT
ალინა ურუშაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელია #1TVSPORT

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში „გლობალ არენაზე“ მიმდინარე მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა 17 წლის ქართველი სპორტსმენი ალინა ურუშაძე. მან მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 169,01 ქულა მოაგროვა, მე-20 ადგილზე გავიდა და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური გაინაღდა.

ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, რადგან ჩვენმა ქვეყანამ ზამთრის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოიპოვა.