ფიფა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ, რუსული დოპინგის დამალვაში დაადანაშაულეს
ფიფა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ, რუსული დოპინგის დამალვაში დაადანაშაულეს

ავტორიტეტულმა გერმანულმა გაზეთმა Der Spiegel-მა სერიოზული ბრალდება წაუყენა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) საგამომძიებლო პალატის ხელმძღვანელს მარიო კლაუდიო როხასს, რომელმაც უარი განაცხადა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ დამოუკიდებელი ანტისადოპინგო გამოძიების ჩატარებაზე.

გერმანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 2017 წლის აგვისტოში, შვეიცარიაში როხასთან შესახვედრად უნდა ჩასულიყო კანადელი იურისტი და დოპინგთან ბრძოლის ექსპერტი რიჩარდ მაკლარენი, რომელსაც საფეხბურთო ჩინოვნიკისთვის უნდა წარედგინა ანგარიში რუსულ ფეხბურთთან დაკავშირებით. მას უნდოდა ეჩვენებინა საეჭვო მასალები რუსულ ფეხბურთზე, კერძოდ კი ვიტალი მუტკოზე, რომელსაც კანადელი უწოდებდა ქვეყნის სადოპინგო სისტემის ლიდერს.

მაგრამ, ბოლო მომენტში. როხასმა უარი თქვა ექსპერტთან შეხვედრაზე. Der Spiegel-ის მასალაში აღნიშნულია, რომ ფიფამ არ მოისურვა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჩატარების ეჭვქვეშ დაყენება. „ახლა მესმის, ასე დიდი ხანი რატომ არ მეხმიანებოდნენ. რაღაც ხდებოდა კულისებში, რის შესახებაც მე არ ვიცოდი“, – განაცხადა მაკლარენმა.

თავის დროზე, სწორედ რიჩარდ მაკლარენის ანგარიშის საფუძველზე, რუსი მძლეოსნები არ დაუშვეს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, რუსეთის პარალიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით ჩამოაშორეს რიოს პარალიმპიადას, პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრები ჰიმნისა და დროშის გარეშე ასპარეზობდა. და კიდევ, რუსეთს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლები ჩამოართვეს.ა