ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 271 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 271 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა.
სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, სტამბოლის პროკურატურამ ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების დაკავება მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სწორედ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენსა და მის ორგანიზიაციას ადანაშაულებს. 2016 წლის ივლისში არეულობას 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ათასზე მეტი კი დაშავდა.
ანკარაში ამბობენ, რომ გიულენის ორგანიზაციამ სახელმწიფო სისტემის დამხობა სცადა, რისთვისაც პოლიციაში, არმიასა და სასამართლო სისტემაში საკუთარი წევრების ინფილტრაცია მოახდინა.