ფესტივალი „ღამის სერენადები” წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ბათუმში კონცერტები 26, 28 და 29 აგვისტოს, სასტუმრო „შერატონის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
თბილისში კი 2 და 4 სექტემბერს – კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
სახელგანთქმული მევიოლინე და ფესტივალის დამფუძნებელი, ლიანა ისაკაძე მონაწილეობას თითქმის ყველა კონცერტში მიიღებს.