ფერმერებმა, რომლებიც 11 დღეა, აქციებს მართავენ, ევროპარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს [ვიდეო]

ფერმერებმა, რომლებიც უკვე 11 დღეა, ევროპის ქვეყნებში აქციებს მართავენ, ევროპარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ გარემოსდაცვითი რეგულაციების გაუქმებას, რაც, მათივე თქმით, მათ ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება.

ისინი ასევე მოითხოვენ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის უკონტროლო იმპორტი შეჩერდეს.