იტალიური ავტომწარმოებელი კომპანია „ფერარი“ სასუნთქი აპარატების დეტალებს დაამზადებს, რათა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნულ ძალისხმევაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
„ფერარიმ“ სასუნთქი აპარატების ნაწილების დამზადება მარანელოს ქარხანაში დაიწყო. ინიციატივა იტალიის მედპერსონალს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული რთული პაციენტების მკურნალობაში დაეხმარება.
„ფერარი“ რამდენიმე ასეულ აღჭურვილობას შექმნის, რომლებიც იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს კოორდინირებით, პროექტში ჩართული კომპანიების მიერ უკვე ვრცელდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დამცავი აღჭურვილობით იტალიის სხვადასხვა ქალაქი მომარაგდება, მათ შორის ბერგამო, მოდენა და სასუოლო.