ფერადკანიანი მამაკაცი, რომელსაც პოლიციელმა ვისკონსინის შტატში ზურგში ესროლა, მიმართვას ავრცელებს
ჯეიქობ ბლეიქი, ფერადკანიანი მამაკაცი, რომელსაც პოლიციელმა ზურგში ესროლა მიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვა ბლეიქის ადვოკატმა, ბენ ქრამფმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
„მე მაქვს ნაკერები ზურგსა და მუცელზე. მტკივნეულია სუნთქვა, ძილი, მოძრაობა და ჭამა. შენი ცხოვრება, არა მხოლოდ ცხოვრება, შენი ფეხებიც, რომელიც გადასაადგილებლად გჭირდება, შეიძლება ასე წაგართვან“, – ამბობს ბლეიქი.
მიღებული ჭრილობების გამო ბლეიქი წელს ქვემოთ პარალიზებულია.
23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს აშშ-ში რასიზმის წინააღდეგ მიმდინარე აქციების ახალი ტალღა მოჰყვა.