ვისკონსინის შტატში შეიარაღებულმა პირმა ოჯახის წევრები ორ სხვადასხვა ქალაქში დახოცა
ვისკონსინის შტატში შეიარაღებულმა პირმა ოჯახის წევრები ორ სხვადასხვა ქალაქში დახოცა

ვისკონსინის შტატში შეიარაღებულმა პირმა ოჯახის წევრები ორ სხვადასხვა ქალაქში დახოცა.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალაქ ლეიქ ჰოლში ორი ადამიანის ცხედარი დახვდათ. კიდევ ორი პირი კი მძიმედ არის დაჭრილი.

როგორც მოგვიანებით დადგინდა, ერთ-ერთი გარდაცვლილი თავად თავდამსხმელია. მომხდარის შესახებ ოჯახის წევრების ახლობლების ინფორმირებისთვის, ქალაქ ლაფაიეტში მისამართზე მისულ სამართალდამცველებს კიდევ სამი გარდაცვლილი დახვდათ. თავდასხმის მოტივი უცნობია.